9 მუზა

9 მუზა(ბერძნ. Μοῦσα — მოაზროვნენი) – ძველ ბერძნულ მითოლოგიაში ზევსისა და ტიტანიდი მნემოსინეს (მეხსიერების ქალღმერთი) ქალიშვილები. ჰესიოდის “თეოგონიის” გადმოცემით ზევსისა და მნემოსინეს საიდუმლო კავშირის შედეგად რომელიც 9 დღე და ღამე გრძელდებოდა დაიბადა 9 ქალიშვილი, რომელთაგან ყოველი მათგანი ერთნაირად იყვნენ დაჯილდოებულნი სიმღერისა და ცეკვის ხელოვნებით.
ეს მუზა-ქალღმერთები ყველა დროის პოეტების შთაგონების წყაროები იყვნენ და პარნასზე ცხოვრობდნენ. ისინი იყვნენ ერთადერთნი რომლებსაც გააჩნდათ სრულყოფილი მეხსიერება წარსულისა აწმყოსა და მომავლის წინასწარმეტყველების ნიჭი. არიან პოეზიის, მეცნიერების და ხელოვნებათა მფარველები. მოხსენიებული არიან “ილიადაში” და “ოდისეაში” ასევე მათ უწოდებენ გარმონიის ქალიშვილებს. მუზებს თავისი ტაძრები ჰქონდათ, რომლებიც მუსეინებად იწოდებოდნენ (აქდან წამოვიდა სიტყვა “მუზეუმი”).

მნემოსინეს 9 ქალიშვილი იშვიათად თამაშობდნენ მთავარ ძირითად როლს მითოლოგიურ სიუჟეტებში მაგრამ ისინი ყოველთვის ფიგურირებენ ღმერთების ტრაპეზებზე სადაც თავიანთი ლამაზი მელოდიური ხმებით ართობდნენ ყველას. ისინი ადიდებდნენ ოლიმპიური ღმერთების გამარჯვებას ტიტანებზე.

კრატეტის მიხედვით მუზები იყვნენ რვანი. მეფიმნელი მირთილიუსის მიხედვით -შვიდი ან ცხრა. ცეცუსი ასახელებს 9 მუზას: ტერპსიქორა და ევტერპე ემთხვევა გესიოდეს მიერ დასახელებულ მუზებს. დანარჩენნი კი არიან: გელიკა, დია, ევნიკე, კალიქორა, ფელქსინოა, ენკელადა, ენოპა’’’.

ბევრი ადგილი ითვლება მუზების სამყოფელად: მთა ჰელიკონი ბეოტიაში, სადაც ისინი ჰიპოკრანეას ფანტანთან იკრიბებოდნენ ერთად სიმღერისა და ცეკვისათვის, მთა პარნასი; მთა პინდი და რა თქმა უნდა ოლიმპის ფერდობები, მამის – ზევსის სამყოფელთან ახლოს. როდესაც ისინი იმყოფებოდნენ ძველ სამყოფელში ჰელიკონის მთაზე მუზები სულ 3 იყო: მელეთა (გამოცდილება), მნემა (მეხსიერება) და აოიდა (სიმღერა). თუკი ბეოტიაში სამი მუზის კულტი დიდ ხანს შენარჩუნდა, სხვა ოლქებში მათი რაოდენობა ვარირებდა. უფრო გვიან ეპოქაში დამკვიდრდა 9 მუზა რომელთაგან მთავარი იყო ტკბილხმოსანი კალიოპე.

მუზები რომლებიც ჰესიოდის მიხედვით აძლევდნენ რჩევას მეფეებს, ართობდნენ ხალხს ასევე მათ შესწევდათ ძალა მრისხანე შურისძიებისათვის. ისინი არ ღებულობდნენ არავითარ კრიტიკას თავიანთი ხელოვნების მიმართ. როდესაც ტბილხმოსანმა სირინოზებმა გამოწვევა სცადეს, მუზებმა შური იძიეს მათზე და ფრთები წაართვეს, სირცხვილის დასამალად სირინოზები წყალში ჩაცვივდნენ და წყლის ბინადარნი გახდნენ. ასევე მაკედონიის მეფის პიეროსის ცხრა მოკვდავმა ქალიშვილმა (მათ პიერიდები უწოდეს) სცადეს მათი გამოწვევა რადგან ისინიც ცხოვრობდნენ ჰელიკონის ფერდობებზე, და ისეთივე სახელები ჰქონდათ როგორც მუზებს. ოვიდიუსის გადმოცემით შეჯიბრის დროს პიერიდების სიმღერამ არავიზე არ იმოქმედა ხოლო როცა გაისმა მუზების წმინდა წკრიალა ხმა მაშინ მთელი კოსმოსი გაჩერდა, გაწბილებული პიერიდები წაგებას არ შეურიგდნენ და მუზების ცემა განიზრახეს, ამ დროს ჩაერია აპოლონი და ისინი კაჭკაჭებად გადააქცია. მათი კულტი პრაქტიკულად გაქრა ელინური ეპოქის დასაწყისში და ვერ ჰპოვა გაგრძელება რომაულ მითოლოგიაში. მაგრამ ზევსის 9 ქალიშვილის არსებობა ყოველთვის ახდენენ ზეგავლენას პოეტების წარმოდგენაზე.

მ უ ზ ე ბ ი:

კალიოპე- ეპიკური პოეზია
ევტერპე- ლირიკული პოეზია
მელპომენე- ტრაგედია
თალეია- კომედია
ერატო- სასიყვარულო პოეზია
პოლიჰიმნია- პანტომიმა და ჰიმნი
ტერფსიქორა- ცეკვები
კლიო- ისტორია
ურანია- ასტრონომია

ქვემოთ ნახეთ ფოტოები:


კალიოპე

ევტერპე

მელპომენე

ჰოლიჰიმნია

თალეია

ერატო

ტერფსიქორა

კლიო

ურანია

წყარო:ვიკიპედია.

ტერენტი გრანელი


პოეტი, რომელიც პესიმისტია და სულ გარდაცვალებაზე წერს …. მაგრამ მაინც გენიაა… მისმა ლექსმა ”მემენტო მორი”, დიდი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე, ამიტომ შემოგთვაზებთ ამ ლექსს.

ტერენტი გრანელი

ახლა უფრო ხშირია შეცდომების დაშვება,

ახლა მოდის ივნისი, ირგვლივ მწვანე მოლია.

ჩემი წმინდა სახელი პოეზიას დარჩება,

ჩემი გული და სისხლი – ეს “Memento mori”-ა.

დღეს სამია ივნისის, მინდა იყოს ცამეტი,

ჩემს გარშემო ციხეა – მწუხარების სავანე.

რომ მდომოდა სიცოცხლე, სიკვდილს არ ვიწამებდი,

მიწა არ იქნებოდა ჩემთვის შავი სამარე.

სადღაც მთასთან იწვიმა, სადღაც მთაზე ბურია,

ამნაირი ღიმილი უწინ მე არ ვიცოდი.

ახლა მე ცას ვუცქერი, ცაზე ანთებულია

ვარსკვლავები – სიმბოლო თეთრი მარადისობის.

ახლა რა ვქნა არ ვიცი, მე როდესაც ასე ვარ,

როცა სულს ეპარება აჩრდილები სიბერის.

მე ძლიერი ტალანტი, ზეციური არსება,

ჩემი ნაზი სამშობლო – ლაჟვარდები ცისფერი.

რა ვქნა, შავი ღამეა, მძიმე და უსაშველო,

მახსოვს ჩემი სოფელი, მისი ყრუ ადგილები.

ახლა რაღაც სხვა მინდა, რაღაც სხვა, უსახელო,

რომ დაღუპვა მომელის, ვიცი დანამდვილებით.

ნელა გადის დღეები და ძნელია გარჩევა,

მე, ძვირფასო, ვერ მოვალ, გზა შენამდე შორია.

ჩემი გვარი: გრანელი – პოეზიას დარჩება,

ჩემი გული და სისხლი – ეს ”MEMENTO MORI”-ა.

SILENTIUM
ტერენტი გრანელი

სიჩუმის ყვავილები

ფიქრი გაიტაცა დილის ქარიშხალმა

(მე ასე ვსეირნობ ნელი სიარულით).

სულში უიმედო სივრცე გაიშალა,

გაჩნდა მუსიკიდან ქარი სინანულის.

ისევ შრიალია, ქრიან ეს გედები,

მე შენ განშორებას უხმოდ გავალებდი.

მხოლოდ მარტოობის დღეებს ვეგებები,

მხოლოდ სიჩუმეა ჩემი კავალერი.

ალბათ მეგობარმა სადღაც გამიხსენა,

როგორც ღამეების მიერ გადამწვარი.

ახლა კუბოში ვარ, გულმა დაისვენა,

მომდევს პროცესია, ჩუმი თანამგზავრი.

ალბათ სამარესთან ვარდი მრავალია,

ალბათ მარიამიც ტირის თავდახრილი.

მთვარე მდუმარეა და ცა მაღალია,

მოდის გათენება, როგორც ბალდახინი.

ნიკოლოზ ბარათაშვილი

მე მის შემოქმედებიდან ავარჩევდი ”მერანს” და ” ფიქრნი მტკვრის პირას”. ნიკოლოზი იყო პოეტი,რომელიც უბრალო ენით არასრდოს არ წერდა, მაგრამ მაინც დიდი პპოპულარობით სარგებლობს ახლაც მისი ლექსები, უნდა აღინიშნოს რომ იგი შეყვარებული იყო ა.ჭავჭავაძის ასულზე ეკატერიენეზე და მისთვის მრავალი ლექსი აქვს მიძღვნილი. მე ეხლა შემოგთავაზებთ მის ლექსს, ფიქრნი მტკვრის პირას.

წარვედ წყალის პირს სევდიანი ფიქრთ გასართველად,

აქ ვეძიებდი ნაცნობს ადგილს განსასვენებლად;

აქ ლბილს მდელოზედ სანუგეშოდ ვინამე ცრემლით,

აქაც ყოველი არემარე იყო მოწყენით;

ნელად მოღელავს მოდუდუნე მტკვარი ანკარა

და მის ზვირთებში კრთის ლაჟვარდი ცისა კამარა.

იდაყვ-დაყრდნობილ ყურს უგდებ მე მისსა ჩხრიალსა

და თვალნი რბიან შორად, შორად, ცის დასავალსა!

ვინ იცის, მტკვარო, რას ბუტბუტებ, ვისთვის რას იტყვი?

მრავალ დროების მოწამე ხარ, მაგრამ ხარ უტყვი!..

არ ვიცი, ამ დროს ჩემს წინაშე ჩვენი ცხოვრება

რად იყო ფუჭი და მხოლოდა ამაოება?..

მაინც რა არის ჩვენი ყოფა — წუთისოფელი,

თუ არა ოდენ საწყაული აღუვსებელი?

ვინ არის იგი, ვის თვის გული ერთხელ აღევსოს,

და რაც მიეღოს ერთხელ ნატვრით, ისი ეკმაროს?

თვითონ მეფენიც უძლეველნი, რომელთ უმაღლეს

არც ვინღა არის, და წინაშე არც ვინ აღუდგეს,

რომელთ ხელთ ეპყრასთ უმაღლესი სოფლის დიდება,

შფოთვენ და დრტვინვენ და იტყვიან: «როდის იქნება,

ის სამეფოცა ჩვენი იყოს?» და აღიძვრიან

იმავ მიწისთვის, რაც დღეს თუ ხვალ თვითვე არიან!..

თუნდ კეთილ მეფე როდის არის მოსვენებული?

მისი სიცოცხლე: ზრუნვა, შრომა და ცდა ქებული;

მისი ფიქრია, თუ ვით უკეთ მან უპატრონოს

თავისს მამულსა, თვისთა შვილთა, რომ შემდგომსა დროს

არ მისცეს წყევით თვის სახელი შთამომავლობას!..

მაგრამ თუ ერთხელ უნდა სოფელს ბოლო მოეღოს,

მაშინ ვიღამ სთქვას მათი საქმე, ვინ სადღა იყოს?..

მაგრამ რადგანაც კაცნი გვქვიან — შვილნი სოფლისა,

უნდა კიდეცა მივდიოთ მას, გვესმას მშობლისა.

არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს,

იყოს სოფელში და სოფლისთვის არა იზრუნვოს!

”და აღიძვრიან

იმავ მიწისთვის, რაც დღეს თუ ხვალ თვითვე არიან!.. ” – უჭკვიანესი ფრაზაა,რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ. ეჰ, მართლაც რაა ადამიანი, იბრძვის ,იბრძვის და ყველას ბოლო მაინც ერთია.

მაგრამ რადგანაც კაცნი გვქვიან — შვილნი სოფლისა,

უნდა კიდეცა მივდიოთ მას, გვესმას მშობლისა.

არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს,

იყოს სოფელში და სოფლისთვის არა იზრუნვოს! – არანაკლები ფასეულობა აქვს ამ სტროფს.

გალაქტიონი, ეს გენიაა!!!

       ”ჩვენ ორნი ვართ ქვეყანაზე: მე და ღამე, მე და ღამე”
ეხლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ, შუაღამე იწვის, დნება,
სიო, სარკმლით მონაქროლი, ველთა ზღაპარს მეუბნება.მთვარით ნაფენს არემარე ვერ იცილებს ვერცხლის საბანს,
სიო არხევს და ატოკებს ჩემს სარკმლის წინ იასამანს.ცა მტრედისფერ, ლურჯ სვეტებით ისე არის დასერილი,
ისე არის სავსე გრძნებით, ვით რითმებით ეს წერილი.საიდუმლო შუქით არე ისე არის შესუდრული,
ისე სავსე უხვ გრძნობებით, ვით ამ ღამეს ჩემი გული.დიდი ხნიდან საიდუმლოს მეც ღრმად გულში დავატარებ,
არ ვუმჟღავნებ ქვეყნად არვის, ნიავსაც კი არ ვაკარებ.რა იციან მეგობრებმა, თუ რა ნაღველს იტევს გული,
ან რა არის მის სიღრმეში საუკუნოდ შენახული.ვერ მომპარავს ბნელ გულის ფიქრს წუთი წუთზე უამესი,
საიდუმლოს ვერ მომტაცებს ქალის ხვევნა და ალერსი;ვერც ძილის დროს ნელი ოხვრა, და ვერც თასი ღვინით სავსე,
ვერ წამართმევს მას, რაც გულის ბნელ სიღრმეში მოვათავსე.მხოლოდ ღამემ, უძილობის დროს სარკმელში მოკამკამემ,
იცის ჩემი საიდუმლო, ყველა იცის თეთრმა ღამემ.იცის – როგორ დავრჩი ობლად, როგორ ვევნე და ვეწამე,
ჩვენ ორნი ვართ ქვეყანაზე: მე და ღამე, მე და ღამე

მე არ წარმომიდგენია ადამიანი ვისაც გალაქტიონის ერთი ლექსი მაინც არ ჰქონდეს წაკითხული. -ალბათ,არც არსებობს ეგეთი.
ადამიანი, ვინც მის პოეზიას ჩაწვდება ნამდვილად ნასიამოვნები და აღფრთოვანებული დარჩება. მისი ლექსი,”მესაფლავე”ძალიან დიდი სიტყვებით შესამკობია. ეს ლექსი პირველად რომ  მოვისმინე  აღფრთოვანება ვერ დავმალე. მართალია, დიდი მოცულობისაა მაგრამ ერთ ან ორ წაკითხვაშიც ადვილად სწავლობს ადამიანი, იმდენად მუსიკალური ლექსია, გალაქტიონი ყოველთვის აღნიშნავდა, რომ ლექსი რაა, თუ მუსიკალობა არ ექნაო და მართალიც იყო…მოდით,თქვენც გადაავლეთ თვალი ამ გენიოსურ ლექსს.

მესაფლავე

მესაფლავე, შენ ამბობ, რომ ქვეყანაზე ვინც კი კვდება,
იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?
ეჰ, არ მჯერა მე ეგ რაღაც… მომაბეზრე კიდეც თავი,
და შეწყვიტე, თუ ღმერთი გწამს, ეგ დაცინვა გულსაკლავი.
ვარდის თვეა, მაისია, ნორჩ ბალახებს სიო არხევს,
ხეებს ყვავილთ თეთრი გუნდი, როგორც თოვლი, ისე აწევს,
მზე ნარნარი სხივებს აფრქვევს და სითბოში მთა-ბარს ახვევს,
ყვავილებით მოქარგულა არემარე მომხიბლავი.
ვერა ხედავ, იმ საფლავზე, როგორ სტირის ობლად ქვრივი?
რარიგ შვენის ახალგაზრდა ქალს ეგ სევდა ღვთაებრივი!
განა გუშინ არ იყო, რომ ამ მოკლულმა დარდით ქალმა
ცრემლი ღვარა, როცა სატრფო ცივ სამარეს მიესალმა?
დღესაც იგი იმ სამარეს გულმოკლული დაჰქვითინებს,
დღით არ იცის მოსვენება და ღამითაც არ იძინებს.
მოვა ხოლმე და დაჯდება ცივ სამარის გაშლილ ქვაზე,
დარდით არის გაჟღენთილი მისი უღვთო სილამაზე;
თმას გაიშლის, დაემხობა და ცრემლები სცვივა, სცვივა…
სულს მიშფოთებს ეგ ქვითინი, გული მტკივა, გული მტკივა!
მაგრამ რა ვქნა? მესაფლავე, ჩუმად იყავ, უგდე ყური…
გესმის, გესმის, როგორ კვნესის დაღლილი და უბედური?—
“გავქრე ისე, როგორც ნისლი, როგორც ღამის მოჩვენება,
არ მეღირსოს კვალარეულს სიმშვიდე და მოსვენება.
შენი სახე გულს კაწრავდეს, როგორც ვიყო, სადაც ვიყო,
თუ როდისმე არ მახსოვდე… თუ როდისმე დაგივიწყო! ”
მესაფლავე, კიდევ იტყვი, რომ ამქვეყნად ვინც კი კვდება,
იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?
აი, თუნდაც გალავნისას მესაფლავე აღებს კარებს:
ახალგაზრდა ვინმე ვაჟი კიდევ სატრფოს ასამარებს.
გულმოკლული ძვირფას კუბოს არ სცილდება, არ შორდება,
განა როსმე სხვა ამგვარი სიყვარული მეორდება?
უსაზღვროა მისი სევდა, უსაზღვროა მწუხარება,
და გადმოსჩქეფს გულმოკლულ ვაჟს თვალთგან ცრემლთა მდუღარება.
ფიცით ამბობს: “ოჰ, შეშფოთდეს სამარეში ჩემი ძვლები,
არ ათბობდეს ჩემს სამარეს გაზაფხულის მზის სხივები,
გავქრე ისე, როგორც ნისლი, როგორც ღამის მოჩვენება,
არ მეღირსოს კვალარეულს სიმშვიდე და მოსვენება,
შენი სახე გულს კაწრავდეს, სადაც ვიყო, როგორც ვიყო,
თუ როდისმე არ მახსოვდე, თუ როდისმე დაგივიწყო!”
მესაფლავე, კიდევ იტყვი, რომ ამქვეყნად ვინც კი კვდება,
იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?
ის ქალი კი, წეღან რომ ვთქვი, ისევ მოდის თმაგაშლილი
და სამარეს დაუვიწყარს თავს ადგება, ვით აჩრდილი,
ხელში ვარდის მთელი ბუჩქი, ჯერ ისევე დაუმჭკნარი,
მოაქვს, რომ მით დაამშვენოს სამარისა თეთრი ჯვარი.
ოჰ, ეს ქალი ალბათ დარდით ყვავილივით ჭკნება, ჭკნება…
სევდას სახე დაუფარავს და სიყვითლე ეპარება.
საცოდავი! თვალებსაც კი დასჩნევია უძილობა, —
ასე ხდება, როცა ღამით მოგონებებს იწვევს გრძნობა, —
ახლა? ახლა კიდევ იტყვი, რომ ამქვეყნად ვინც კი კვდება,
იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?
და ის ვაჟიც, გუშინწინ რომ მიაბარა სატრფო საფლავს,
არ სცილდება სასაფლაოს, სევდიანს და გულმოსაკლავს;

სახე თაფლის სანთელს უგავს, სანთელივით დნება, დნება,
თავს დასცქერის დაუვიწყარს, გლოვის სიტყვას ეუბნება.
მის თვალებსაც დასჩნევია ღამის თევა, უძილობა, —
ასე ხდება, როცა ღამით მოგონებებს იწვევს გრძნობა!
მესაფლავე, ახლაც იტყვი, რომ ამქვეყნად ვინც კი კვდება,
იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?
დღეს იმ ქალმა გულმოკლულ ვაჟს უნებურად მოჰკრა თვალი,
გაიფიქრა: “ისიც ჩემებრ ტირის ცრემლებშეუმშრალი;
უძიროა კაცის სევდა, უძიროა კაცის გული,
რას არ ითმენს სიყვარულის ცხოველ ნათელს მოკლებული”, —
ასე ამბობს სევდიანი ქალის ცისფერ თვალთა ცქერა.
ალბათ, ვაჟსაც ამ უსიტყვო ცქერამ გული აუძგერა…
ასე იცის თანაგრძნობამ… შენ კი ისე იღიმები,
თითქოს მართლა იბმებოდეს იმათ შორის ის სიმები,
რომლის ძალით ორი გული სამუდამოდ შეერთდება…
ეჰ, არ მჯერა მე ეგ რაღაც, ქვეყნად ეგრე როდი ხდება.
როცა ფიცით აცილებენ მიცვალებულს სამარემდე,
ფიცს არ სტეხენ… ფიცს არ სტეხენ უკანასკნელ ყოფნის დღემდე.
გამიგონე, მესაფლავე, შენ არ იცი კაცის დარდი,
თორემ რაა — ჩემს თქმაზე რომ სულელივით ახარხარდი?!
რა ვუყოთ, რომ იმ ვაჟმა ქალს მოუტანა ნორჩი ვარდი
და მწუხარედ წასჩურჩულა: “შემიყვარდი, შემიყვარდი,
ჩვენ ერთი გვაქვს მწუხარება, შევაერთოთ სულთან სული…
გამომყევი, ქალო, ცოლად… ძლიერი მაქვს სიყვარული…
მართალია, ის სატრფონი არც შენ, არც მე აღარა გვყავს,
მაგრამ მათი მოგონება ვერ გაარღვევს უხმო საფლავს.
დავივიწყოთ ის წარსული, სატირალი, სავალალო,
და ახალი შევქმნათ ყოფნა… გამომყევი ცოლად, ქალო!”
დაუცადე, მესაფლავე, თუ რა პასუხს მისცემს ქალი,
შენ გგონია, რაკი ვაჟმა დაივიწყა თავის ვალი,
ქალიც ასე მოიქცევა? მე მგონია — არა, არა…
განა გუშინ არ იყო, რომ სატრფო მიწას მიაბარა?
მკვდრის აჩრდილთან ვინ იცინის, მკვდრის აჩრდილთან ვინ იხუმრებს?
აი, ნახავ — აბეზარ ვაჟს რა პასუხით გაისტუმრებს!
მაგრამ ქალი, ღმერთო ჩემო, მორცხვად თავს ხრის და ჩურჩულებს:
“თანახმა ვარ! ერთადერთი მომავალი მასულდგმულებს…
ჩვენ ერთი გვაქვს მწუხარება, ნუ ვიგონებთ დროს უბედურს,
მე შენი ვარ სამუდამოდ… წამიყვანე, სადაცა გსურს”…
მესაფლავე, ახლა კი გაქვს ნება, რაც გსურს, კვლავ იგი თქვა…
სამუდამოდ ასამარებს კაცთა ხსოვნას სამარის ქვა.
ალბათ ქალ-ვაჟს დღეს ერთი აქვს ბინა… ხედავ, გადის ხანი,
არ ნახულობს სასაფლაოს დღეს არც ერთი იმათგანი,
საფლავთაგან მტვერს და ბალახს დღეს არავინ არ აცილებს
და მოვლასთან ერთად ფერი წართმევიათ ვარდ-ყვავილებს…
განისვენეთ, განისვენეთ დავიწყებულ არსთა ძვლებო…
თქვენს ყოფნაში არ ერევა ცოცხალთ ფიქრი საარსებო…
განისვენეთ, ძლიერი და უკვდავია თქვენი ძილი…
რაღად უნდათ, რად სჭირიათ თქვენს საფლავებს ვარდ-ყვავილი?
ან რას გარგებთ მოკვდავ კაცთა სამუდამო ცრემლთა ფრქვევა?
ძილით ვეღარ გამოგარკვევთ ვერრა ძალა, ვერც შემთხვევა…
ასე ხდება ქვეყანაზე — ყველა ცოცხლობს, ყველა კვდება,
და ვაი მას, ვის სიკვდილი სიცოცხლეშივ ავიწყდება…
ზარსა სცემენ… იმ ორს, რომელთ დაივიწყეს ბედი მწვავე,
იმ ორს ერთად გადავერცხლილს კუბოში სჭედს მესაფლავე…
სჭედს და რაღაც მწარე ფიქრზე თან ველურად იღიმება, —
იცის, იცის მესაფლავემ, როგორც უნდა… როგორც ხდება…
განისვენეთ, განისვენეთ, დავიწყებულ არსთა ძვლებო,
თქვენს ყოფნაში მე ბევრი მაქვს მწუხარე ჟამს საოცნებო!

პოეზია

მე მინდა ეს საიტი მივუძღვნა პოეზიას და ცოტ-ცოტა პროზასაც, მაგრამ ძირითადად პოეზიას, მაინც რა არის ეს პოეზია??? -,,პოეზია მადლია, ნიჭია, რომელიც ეძლევა კაცთა, ღვთივ რჩეულთა’’უთქვამს ილია ჭავჭავაძეს.
და მაინც რა არის პოეზია… მე სულის მდგომარეობა უფრო მგონია, რომელსაც სიტყვიერი გამოხატულება აქვს… როგორ?…. ან როგორი უნდა იყოს? ვინ იცის? ვინ იტყვის?… ვინ დასვამს ,,დიაგნოზს’’?..

მაგრამ მაინც რატომ და რა მდგომარეობაში წერს ადამიანი ლექსებს? ჩემი აზრით, ამ კითხვაზე კარგ პასუხს მოგვცემს მურმან ლებანიძის ლექსი ”რით,რით შენდება ლექსი”,   პოეტის აზრით

”ლექსი შენდება არცრით,

უპირველესად გრძნობით,

ან სიყვარულის მძაფრით,

ან სიხარულის ელდით,

ან მწუხარების ძაფრით,

ან სინანულის ღვენთით.”

ნუთუ ვინმეს შეუძლია რომ ამ სიტყვებს არ დაეთანხმოს, მე ძალიან მეეჭვება.

Hello world!

Welcome to WordPress.com. After you read this, you should delete and write your own post, with a new title above. Or hit Add New on the left (of the admin dashboard) to start a fresh post.

Here are some suggestions for your first post.

  1. You can find new ideas for what to blog about by reading the Daily Post.
  2. Add PressThis to your browser. It creates a new blog post for you about any interesting  page you read on the web.
  3. Make some changes to this page, and then hit preview on the right. You can always preview any post or edit it before you share it to the world.