9 მუზა

9 მუზა(ბერძნ. Μοῦσα — მოაზროვნენი) – ძველ ბერძნულ მითოლოგიაში ზევსისა და ტიტანიდი მნემოსინეს (მეხსიერების ქალღმერთი) ქალიშვილები. ჰესიოდის “თეოგონიის” გადმოცემით ზევსისა და მნემოსინეს საიდუმლო კავშირის შედეგად რომელიც 9 დღე და ღამე გრძელდებოდა დაიბადა 9 ქალიშვილი, რომელთაგან ყოველი მათგანი ერთნაირად იყვნენ დაჯილდოებულნი სიმღერისა და ცეკვის ხელოვნებით.
ეს მუზა-ქალღმერთები ყველა დროის პოეტების შთაგონების წყაროები იყვნენ და პარნასზე ცხოვრობდნენ. ისინი იყვნენ ერთადერთნი რომლებსაც გააჩნდათ სრულყოფილი მეხსიერება წარსულისა აწმყოსა და მომავლის წინასწარმეტყველების ნიჭი. არიან პოეზიის, მეცნიერების და ხელოვნებათა მფარველები. მოხსენიებული არიან “ილიადაში” და “ოდისეაში” ასევე მათ უწოდებენ გარმონიის ქალიშვილებს. მუზებს თავისი ტაძრები ჰქონდათ, რომლებიც მუსეინებად იწოდებოდნენ (აქდან წამოვიდა სიტყვა “მუზეუმი”).

მნემოსინეს 9 ქალიშვილი იშვიათად თამაშობდნენ მთავარ ძირითად როლს მითოლოგიურ სიუჟეტებში მაგრამ ისინი ყოველთვის ფიგურირებენ ღმერთების ტრაპეზებზე სადაც თავიანთი ლამაზი მელოდიური ხმებით ართობდნენ ყველას. ისინი ადიდებდნენ ოლიმპიური ღმერთების გამარჯვებას ტიტანებზე.

კრატეტის მიხედვით მუზები იყვნენ რვანი. მეფიმნელი მირთილიუსის მიხედვით -შვიდი ან ცხრა. ცეცუსი ასახელებს 9 მუზას: ტერპსიქორა და ევტერპე ემთხვევა გესიოდეს მიერ დასახელებულ მუზებს. დანარჩენნი კი არიან: გელიკა, დია, ევნიკე, კალიქორა, ფელქსინოა, ენკელადა, ენოპა’’’.

ბევრი ადგილი ითვლება მუზების სამყოფელად: მთა ჰელიკონი ბეოტიაში, სადაც ისინი ჰიპოკრანეას ფანტანთან იკრიბებოდნენ ერთად სიმღერისა და ცეკვისათვის, მთა პარნასი; მთა პინდი და რა თქმა უნდა ოლიმპის ფერდობები, მამის – ზევსის სამყოფელთან ახლოს. როდესაც ისინი იმყოფებოდნენ ძველ სამყოფელში ჰელიკონის მთაზე მუზები სულ 3 იყო: მელეთა (გამოცდილება), მნემა (მეხსიერება) და აოიდა (სიმღერა). თუკი ბეოტიაში სამი მუზის კულტი დიდ ხანს შენარჩუნდა, სხვა ოლქებში მათი რაოდენობა ვარირებდა. უფრო გვიან ეპოქაში დამკვიდრდა 9 მუზა რომელთაგან მთავარი იყო ტკბილხმოსანი კალიოპე.

მუზები რომლებიც ჰესიოდის მიხედვით აძლევდნენ რჩევას მეფეებს, ართობდნენ ხალხს ასევე მათ შესწევდათ ძალა მრისხანე შურისძიებისათვის. ისინი არ ღებულობდნენ არავითარ კრიტიკას თავიანთი ხელოვნების მიმართ. როდესაც ტბილხმოსანმა სირინოზებმა გამოწვევა სცადეს, მუზებმა შური იძიეს მათზე და ფრთები წაართვეს, სირცხვილის დასამალად სირინოზები წყალში ჩაცვივდნენ და წყლის ბინადარნი გახდნენ. ასევე მაკედონიის მეფის პიეროსის ცხრა მოკვდავმა ქალიშვილმა (მათ პიერიდები უწოდეს) სცადეს მათი გამოწვევა რადგან ისინიც ცხოვრობდნენ ჰელიკონის ფერდობებზე, და ისეთივე სახელები ჰქონდათ როგორც მუზებს. ოვიდიუსის გადმოცემით შეჯიბრის დროს პიერიდების სიმღერამ არავიზე არ იმოქმედა ხოლო როცა გაისმა მუზების წმინდა წკრიალა ხმა მაშინ მთელი კოსმოსი გაჩერდა, გაწბილებული პიერიდები წაგებას არ შეურიგდნენ და მუზების ცემა განიზრახეს, ამ დროს ჩაერია აპოლონი და ისინი კაჭკაჭებად გადააქცია. მათი კულტი პრაქტიკულად გაქრა ელინური ეპოქის დასაწყისში და ვერ ჰპოვა გაგრძელება რომაულ მითოლოგიაში. მაგრამ ზევსის 9 ქალიშვილის არსებობა ყოველთვის ახდენენ ზეგავლენას პოეტების წარმოდგენაზე.

მ უ ზ ე ბ ი:

კალიოპე- ეპიკური პოეზია
ევტერპე- ლირიკული პოეზია
მელპომენე- ტრაგედია
თალეია- კომედია
ერატო- სასიყვარულო პოეზია
პოლიჰიმნია- პანტომიმა და ჰიმნი
ტერფსიქორა- ცეკვები
კლიო- ისტორია
ურანია- ასტრონომია

ქვემოთ ნახეთ ფოტოები:


კალიოპე

ევტერპე

მელპომენე

ჰოლიჰიმნია

თალეია

ერატო

ტერფსიქორა

კლიო

ურანია

წყარო:ვიკიპედია.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s